რესტორანი
აღმოაჩინეთ მთავარი ქართული გასტრონომიული და ღვინის დანიშნულების ადგილები თბილისში
სირაჯხანა - რაც ძველი ქართული ჟარგონიდან „ღვინის სახლს“ ნიშნავს, თანამედროვე ღვინის რესტორანია, გამორჩეული სამზარეულოს კონცეფციით, რომელიც შთაგონებულია ორი განსხვავებული კულტურის შერწყმით და გვაბრუნებს წარსულში, როდესაც სპარსულმა გასტრონომიამ გავლენა მოახდინა ქართულ სუფრაზე. სირაჯხანა არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ორიგინალური კერძები და საუკეთესო ქართული და საერთაშორისო ღვინოები.
100 ადგილიანი რესტორანი, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი დიზაინით, ყოველდღიურად 14:00 საათიდან მასპინძლობს დახურულ კორპორატიულ ღონისძიებებს, ასევე ინდივიდუალურ სტუმრებს. რესტორანი გთავაზობთ ცოცხალ და ფონურ მუსიკას. ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს, ორიენტირებულია ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი გარემოს შექმნაზე, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ახალი ხედვით შესთავაზებს დავიწყებულ ძველ მენიუს და ამით მათ საშუალებას აძლევს, სომელიეს დახმარებით განიცადონ ღვინის კულტურა, რომელიც ყოველკვირეულად აახლებს ღვინის შესაბამის მენიუს.
სამუშაო საათები - 14:00 - 00:00









